ახალი წელი

პროექტის სახელი 
ახალი წელი
პროექტის მოკლე აღწერა
ახალი წლის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
პროექტის სრული აღწერამოსწავლეები იკვლევენ, აღწერენ და ადარებენ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებულ ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს. მუშაობის პროცესში გამოავლენენ საერთო ნიშნებს და რადიკალურ განსხვავებებს. მოიძიებენ სხვადასხვა მასალებს, მათ შორის თქმულებებს, ლეგენდებს ინტერნეტით და ინტერვიუს საშუალებით. აგროვებენ ფოტომასალას, აკეთებენ ჩანახატებს და განათავსებენ პროექტის ვებ-გვერდზე.
მონაწილეთა ასაკი/კლასები
11 – 17 წელი/5 – 11კლასები.
პროექტის განხორციელების ვადები
1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობებიინფორმაციის მოძიება, ინტერვიუს გაკეტება, ფოტომასალისა და მონაცემების შეგროვება, კვლევა, შედარება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, პრეზენტაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგიაზრის წერილობითი ფორმით გადმოცემა, ინფორმაციის მოპოვებისა და გადმოცემის, კომუნიკაციის, აზრის გამოხატვის, კვლევა-ძიების, შემოქმედებითი და ინტერაქტიული უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტში აქტიური მონაწილეობა მოსწავლეებს ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დამყარების საშუალებას მისცემს და გაუმარტივებს პარალელების გავლებას საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა და გარემოს შორის, დაეხმარება კულტურულ მრავალფეროვნებასა და კუთვნილების განცდის გაცნობიერებაში, ასწავლის სხვისი ტრადიციების პატივისცემას და ურთიერთგაგებას.
სარგებელი სხვებისთვის
საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებული ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა. კვლევის შედეგების, ფოტოსურათებისა და ჩანახატების ვებ-გვერდზე განთავსება და თანატოლებისათვის ინტერნეტის და კედლის გაზეთსა ან სტენდის საშუალებით მონაწილე მოსწავლეტა შთაბეჭდილებების გაცნობა.
სამუშაო ენაქართული, რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიქართული, რუსული, გეოგრაფია, ისტორია, რელიგია, ხელოვნება, ინფორმაციული ტექნოლოგიები.



2 комментария:

თამარი ჯოლბორდი комментирует...

მომეწონა ტქვემი პროექტი, მითუმეტეს რომ ჩვენს სკოლას ;მე ვიკვლევ: ბლოგის თემად გვიწევს მუშაობა თემაზე ,ტრადიციები და თანამედროვეობა“, თუ თქვენი სურვილიც იქნება იქნებ გვეთანამშრომლა?
პატივისცემით თამარ ჯოლბორდი, გორის X სკოლა

ia комментирует...

axali celi yvelastvis sakvareli dgesascaulia ,yvela didi tu patara sixarulit elodeba mis mosvlas ,kartvelebs gansakutrebuli damokidebuleba gvakvs am dgis mimart ,,clis axlis mobrdzanebas gulis gaxarebas mravals daescari"